LIVE

ზურაბ ჩხაიძე გახარიას გადადგომაზე: ბიზნესი მოვლენების განვითარებას დააკვირდება

18 თებ 202114:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 718
ზურაბ ჩხაიძე გახარიას გადადგომაზე: ბიზნესი მოვლენების განვითარებას დააკვირდება

KTW Group-ის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე გიორგი გახარიას გადადგომას ემოციურ ფონზე მიღებულ გადაწყვეტილებად აფასებს. მისი თქმით, ბიზნესისთვის ეს სიახლე მოულოდნელი აღმოჩნდა.

"მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ უფრო ემოციური გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება ბიზნესის მოლოდინებს, ახლა დაიწყება ტექნიკური პროცედურები, სანამ ახალი პრემიერი გვეყოლება, და ეს დროს წაიღებს. ამასობაში კერძო სექტორი ალბათ გაჩერდება და მოვლენების განვითარებას დააკვირდება", თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტიდან დღეს, 18 თებერვალს გადადგა. განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელია.