LIVE

ლარი ევროსთან 4.69 თეთრით, დოლართან კი, 0.77 თეთრით გაუფასურდა

15 ნოე 202217:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 3741
ლარი ევროსთან 4.69 თეთრით, დოლართან კი, 0.77 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.77 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7249 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 4.69 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8432 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.