LIVE

ბეზოსი $124-მილიარდად შეფასებული ქონების უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარს

16 ნოე 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 767
ბეზოსი $124-მილიარდად შეფასებული ქონების უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარს

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი აპირებს, რომ თავისი $124-მილიარდიანი ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას სიცოცხლეშივე შესწიროს. CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში იგი იმასაც აღნიშნავს, რომ სურს ქონება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და იმ ადამიანებს მოახმაროს, ვისაც ღრმა სოციალური და პოლიტიკური გაყოფის პირას მდგარი კაცობრიობის გაერთიანება შეუძლია.

ბეზოსმა ყურადღება გაამახვილა მის მიერ დაწესებულ სიმამაცისა და ცივილიზაციის რიგით მესამე ჯილდოზე, რომელიც წელს მუსიკოს დოლი პართონს გადაეცა. ბიზნესმენი მუსიკოსს $100 მილიონს გადასცემს.

ბეზოსის თქმითვე, ჯილდო ადამიანებს დიდი გამოწვევების გადასაჭრელად აერთიანებს და ეამაყება, რომ წვლილი შეაქვს მსოფლიოს კეთილდღეობის საქმეში. როგორც მან აღნიშნა, ერთიანობა ის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რასაც ძალუძს დაამარცხოს კლიმატის ცვლილება. მას სურს, რომ ერთიანობის მნიშვნელობის შესახებ განხეთქილების გამომწვევ პოლიტიკოსებსა და სოციალურ მედიას განუწყვეტლივ შეახსენოს.

CNN-თან ინტერვიუს ბეზოსის ამჟამინდელი პარტნიორი და უკვე ფილანთროპისტი, ლორენ სანჩესიც ესწრებოდა.

წყვილის მთავარი გამოწვევა ამჟამად საქველმოქმედო მიზნებისთვის განსაზღვრული თანხის გადანაწილებაა. ბეზოსი კონკრეტული მიზნობრივი თანხის დასახელებისგან თავს იკავებს. 

ცნობილია, რომ 10 წლის განმავლობაში, ბეზოსმა $10 მილიონი (თავისი ამჟამინდელი შემოსავლის დაახლოებით 8%) შესწირა ბეზოსის დედამიწის ფონდს, რომლის თანათავმჯდომარე სანჩესია.