LIVE

ბელარუსისგან აღიარებას ველით - ასლან ბჟანია

11 ნოე 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 410
ბელარუსისგან აღიარებას ველით - ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ელის, რომ ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. 

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თუ ბელარუსის სავაჭრო ბრუნვა რომელიმე ქვეყანასთან $50 მლნ-ზე მეტია, იქ ბელარუსის საელჩო იხსნება.

"ბელარუსი ოჩამჩირის რაიონში დიდ პროექტს ახორციელებს, 50 მილიონ დოლარს ბევრად აღემატება. ვფიქრობ, იმ დროისთვის [პროექტის დასრულების შემდეგ] გადავალთ ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტებზე", – განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიას განცხადებითვე, პრეზიდენტი ლუკაშენკო მზადაა, სოხუმს მრავალ ასპექტში დაეხმაროს, რათა ის განვითარდეს. 

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის გამო ბელარუსის ელჩი დაიბარა, თუმცა ოკუპაციის კანონის დარღვევას კონკრეტული ნაბიჯები ქართული მხარისგან არ მოჰყოლია.