LIVE

უესტთან თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ, Adidas 2022 წელს ნაკლებ შემოსავალს ელის

12 ნოე 202211:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 482
უესტთან თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ, Adidas 2022 წელს ნაკლებ შემოსავალს ელის

Adidas-მა 2022 წლის შემოსავლების პროგნოზი კიდევ უფრო შეამცირა, რაც ცნობილ ამერიკელ რეპერთან და დიზაინერთან, კანიე უესტსთან პარტნიორობის გაწყვეტას უკავშირდება. 

ამჯერად Adidas ელის, რომ მისი შემოსავალი 2022 წელს დაბალი ერთნიშნა ციფრით გაიზრდება. ამ დრომდე კომპანია საშუალო ერთნიშნა ზრდას ელოდა. ამასთან, საოპერაციო მარჟა 4%-ის ნაცვლად, დაახლოებით 2.5% იქნება.

სავარაუდოდ, პარტნიორობის შეწყვეტა კომპანიის წლიურ შემოსავალს გაანახევრებს. მოსალოდნელია, რომ წელს მიმდინარე ოპერაციებიდან მიღებული წმინდა შემოსავალი დაახლოებით 250 მილიონ ევროს ($252 მილიონი) შეადგენს. 

სიახლის შემდეგ, Adidas-ის აქციების ფასი 2,8%-ით დაეცა.

ანტისემიტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, Balenciaga-ს და Gap-ის მსგავსად, გასულ თვეში კანიე უესტსთან თანამშრომლობა Adidas-მაც გაწყვიტა.