
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებული ფენომენია იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, არის უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონე, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესები ვერ პოულობენ საჭირო კადრებს.
მოლინეუსის თქმით, პირველი რაც უნდა გაკეთდეს არის განათლების სისტემის რეფორმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური კადრების მომზადება, რათა ამ ადამიანებმა დააკმაყოფილებენ ბიზნესის მოთხოვნები. ამასთან, აუცილებელია, რომ ბიზნესმა შექმნას მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილები, რომ საზღვარგარეთ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი წავიდეს სამსახურის საძებნელად.
"უნდა დაახლოვდნენ ბიზნესები და საგანმანათლებლო სისტემები, რადგან კვალიფიციური კადრები გადამზადდნენ, ამასთან პროფესიული ტრენინგებიც მნიშვნელოვანია, თუმცა მაინც უმთავრესია, რომ მაღალხელფასიანი სამუშაო ადგილები შეიქმნას, რომ ადამიანებმა არჩიონ საქართველოში დარჩენა, ვიდრე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა,"- აცხადებს „ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი.
ცნობისთვის, საქართველომ დღეს დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროგრამა მსოფლიო ბანკის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით.
ადამიანური კაპიტალის პროგრამის მხარდასაჭერად, მსოფლიო ბანკმა $400 მილიონის ინვესტიცია გამოყო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) €100 მილიონის თანადაფინანსება განახორციელა.