LIVE

რუსეთის მოქალაქე არადეკლარირებული 5400 რუბლისა და $47100-ის შემოტანისთვის დაჯარიმდა - RS

24 ოქტ 202217:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 785
რუსეთის მოქალაქე არადეკლარირებული 5400 რუბლისა და $47100-ის შემოტანისთვის დაჯარიმდა - RS

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ყაზბეგში არადეკლარირებული 5400 რუბლისა და 47100 დოლარის შემოტანისთვის დაჯარიმდა.

უწყების ინფორმაციით, ჯარიმის ოდენობამ 13 036 ლარი შეადგინა.

"საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.ა.-ს როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა - 47100 აშშ დოლარი და 5400 რუსული რუბლი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 130364,63 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, (თანხის 10%-ის ოდენობა) 13036,46 ლარით დაჯარიმდა",- აცხადებენ უწყებაში.