LIVE

მასკის შეფასებით, რეცესია 2024 წლამდე გაგრძელდება

21 ოქტ 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 550
მასკის შეფასებით, რეცესია 2024 წლამდე გაგრძელდება

ილონ მასკი ვარაუდობს, რომ რეცესია, შესაძლოა, 2024 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდეს, რაც გარკვეულწილად აისახება ევროპასა და ჩინეთში ელექტრომობილების მოთხოვნის შემცირებაზე. 

ამ განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, ხუთშაბათს, ელექტრომობილების მწარმოებლის აქციები 6,6%-ით დაეცა და $207.28 შეადგინა.   

მასკმა ანალიტიკოსებთან საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარე კვარტალში ელექტრომობილებზე "შესანიშნავი მოთხოვნაა", თუმცა შეზღუდული სატრანსპორტო შესაძლებლობების გამო, ის წლიურ გეგმას მაინც ჩამორჩება. 

ბოლო კვარტალში Tesla-მ მომხმარებელს რეკორდული რაოდენობის - 343,830 ავტომობილი მიაწოდა, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი მაინც ნაკლებია ანალიტიკოსების პროგნოზირებულ - 359,162 ავტომობილზე, რაც ინვესტორებისთვის უარყოფითი სიგნალია. 

მიწოდების პრობლემა პირდაპირ კავშირშია ჩინეთში პანდემიის გამო, გამოცხადებულ რეგულაციებთან და ევროპაში მიმდინარე კრიზისთან. 

Tesla-ს აქციებმა მიმდინარე წელს ღირებულების მესამედზე მეტი დაკარგა. ხუთშაბათს კი ეს მაჩვენებელი 9%-ით დაეცა და 16-თვიან მინიმუმს მიაღწია.