LIVE

2020 წლის შემდეგ, Tesla-ს ყველაზე მძიმე კვირა ჰქონდა

10 ოქტ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 443
2020 წლის შემდეგ, Tesla-ს ყველაზე მძიმე კვირა ჰქონდა

Tesla-ს აქციები ხუთი სესიის განმავლობაში 16%-ით დაეცა, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის პანდემიური წლის შემდეგ, მას ყველაზე უარესი კვირა ჰქონდა.  

ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. მასზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მიწოდების კვარტალურმა შედეგებმა და Twitter-ის ყიდვის შესახებ აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ. Twitter-ის გარიგების გამო, გაჩნდა მოლოდინი, რომ მასკი Tesla-ს აქციებს გარიგების დასაფინანსებლად გაყიდის.  

ბოლო სამი თვის განმავლობაში Tesla-მ მომხმარებელს რეკორდული ოდენობის - 343,830 ავტომობილი მიაწოდა, თუმცა ის მაინც ჩამორჩება ანალიტიკოსების პროგნოზს - 358,000 ავტომობილს, რაც ინვესტორებისთვის ნეგატიური სიგნალია. 

გარიგების დაფინანსებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გარდა, ინვესტორები ასევე შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მილიარდერს შესაძლოა, გაუჭირდეს ამდენი მოთხოვნადი კომპანიის მართვა. 

"მასკი შეიძლება გენიალური ბიზნესმენი იყოს, მაგრამ ის მაინც ადამიანია და დღეში მხოლოდ 24 საათია", - ამბობს Zacks Investment Management -ის კლიენტთა პორტფელის მენეჯერი ბრაიან მალბერი. კომპანია Tesla-ს აქციებს მისი All-Cap Core ფონდის მეშვეობით ფლობს. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, Tesla-ს აქციები 40-ჯერ მეტია, ვიდრე კომპანიის სავარაუდო ფორვარდული კონტრაქტები. 

"Tesla ამჟამად უნიკალურია აშშ-ის დიდ ტექნოლოგიებში, რადგან მას აქვს ბევრად უფრო მკაფიო ფუნდამენტური ზრდის ტრაექტორია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ბრენდს,” - ამბობს -DataTrek Research-ის თანადამფუძნებელი ნიკოლას კოლასი.  

ილონ მასკის ქონება ბოლო 24 საათის განმავლობაში $10 მილიარდით შემცირდა და ახლა $210 მილიარდს შეადგენს. წლის დასაწყისში ის $270 მილიარდს ფლობდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ეშა დეი და ჯერან ვიტენშტეინი