LIVE

აშშ-ის ატომურ ელექტროინდუსტრიას რუსული პრობლემა აქვს

29 ოქტ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 641
აშშ-ის ატომურ ელექტროინდუსტრიას რუსული პრობლემა აქვს

ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად ახალი თაობის მცირე ატომურ ელექტროსადგურებს ავითარებენ, ერთი საერთო პრობლემა აქვთ: მათთვის საჭირო საწვავს მხოლოდ ერთი კომპანია ყიდის და ისიც რუსულია.  

ატომური სადგურების უმეტესობას კვებავს 20%-მდე გამდიდრებული ურანი - HALEU. მას კომერციულად ყიდის მხოლოდ TENEX, რომელიც რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბირთვული ენერგეტიკული კომპანიის Rosatom-ის ნაწილია.   

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს Rosatom-სთვის სანქციები არ დაუწესებია (გლობალური ბირთვული ინდუსტრიისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე), აშშ-ის ელექტროსადგურების დეველოპერებს, როგორიცაა X-energy და TerraPower, არ სურთ დამოკიდებულნი იყვნენ რუსეთის მიწოდების ჯაჭვზე.   

დეველოპერები წუხან, რომ რეაქტორებისთვის საჭირო HALEU-ს საიმედო წყაროს გარეშე, ქარხნებისთვის შეკვეთებს ვერ მიიღებენ. თავის მხრივ, შეკვეთების გარეშე, საწვავის პოტენციური მწარმოებლები კომერციული მიწოდების ჯაჭვების გააქტიურებას და რუსული ურანის ჩანაცვლებას ვერ შეძლებენ.  

ვაშინგტონს დიდი ხანია აწუხებს ის ფაქტი, რომ HALEU-ზე მონოპოლია აქვს რუსეთს. არც აშშ-ის მთავრობას და არც ახალი მოწინავე რეაქტორების შემქმნელ კომპანიებს არ სურთ დამოკიდებული იყვნენ რუსეთის მიწოდებაზე.   

უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულმა ენერგეტიკულმა კრიზისმა ბირთვული ენერგიის მიმართ ინტერესი კვლავ გააჩინა. პატარა და ახალი თაობის რეაქტორების მხარდამჭერები ამბობენ, რომ ისინი უფრო ეფექტურია, უფრო სწრაფად შენდება და მათი დამუხტვა წიაღისეული საწვავის გარეშე შეიძლება.