LIVE

ბრიტანეთის კანცლერის თანამდებობაზე კვარტენგი ჯერემი ჰანტმა ჩაანაცვლა

14 ოქტ 202215:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 478
ბრიტანეთის კანცლერის თანამდებობაზე კვარტენგი ჯერემი ჰანტმა ჩაანაცვლა

კვასი კვარტენგი ბრიტანეთის კანცლერი აღარ არის. მისი ადგილი ჯერემი ჰანტმა დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც დღეს კვარტენგი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ლიზ ტრასს შეხვდა. ტრასთან შეხვედრამდე, კვარტენგმა ვაშინგტონში შეხვედრა ფინანსთა მინისტრებთან გამართა. 

როგორც ცნობილია, ტრასი დღეს მოგვიანებით პრესკონფერენციას გამართავს.

გასული თვის ბოლოს კვარტენგმა, გასული 50 წლის განმავლობაში, ქვეყნის ისტორიაში გადასახადების შემცირების ყველაზე დიდი პაკეტი წარადგინა და მას ბრიტანეთის ეკონომიკისთვის "ახალი ერის დასაწყისი" უწოდა. 

კვარტენგი თანამდებობაზე გასულ თვეს დაინიშნა. ბრიტანეთის ისტორიაში ის მეორე ყველაზე ხანმოკლე კანცლერი აღმოჩნდა. მასზე ნაკლები დროით, 30 დღით თანამდებობა ეკავა იენ მაკლეოდს, რომელიც 1970 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. 

2019 წლიდან დიდ ბრიტანეთს ჰყავდა ოთხი კანცლერი, მათ შორის ნადიმ ზაჰავი, რომელმაც თანამდებობაზე 63 დღე იმუშავა და საჯიდ ჯავიდი, რომელიც მსახურობდა 204 დღე მსახურობდა. 

სიახლის გავრცელების შემდეგ ფუნტი 1.3%-ით დაეცა და $1.12 შეადგინა.