LIVE

Pegasus-ი ანკარა-თბილისის ავიარეისების შესრულებას იწყებს

12 ოქტ 202213:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 401
Pegasus-ი ანკარა-თბილისის ავიარეისების შესრულებას იწყებს

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus-ი, 2 ნოემბრიდან, ანკარა-თბილისის ავიარეისების შესრულებას იწყებს.   

უწყების განცხადებით, სამინისტრო თურქული ავიაკომპანიების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყების საკითხზე მუშაობს.

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, თურქული ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქუთაისის აეროპორტში Turkish Airlines-ისა და Pegasus-ის მიერ ავიარეისების შესაძლო დანიშვნის საკითხზე. 

ამასთან, Turkish Airlines-ისა და Pegasus-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიმართულებით ავიარეისების ოთხივე სეზონზე შესრულებას.

„გამოითქვა მზაობა ზამთრის სეზონზე ბათუმის მიმართულებით გაგრძელდეს ოპერირება კვირაში 5 სიხშირით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს აჭარაში ტურისტული ნაკადების ზრდას“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.