LIVE

მომავალი წლიდან უძრავი ქონების ბაზარზე ფასები დასტაბილურდება - TBC Capital

07 ოქტ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 879
მომავალი წლიდან უძრავი ქონების ბაზარზე ფასები დასტაბილურდება - TBC Capital

საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის და გაქირავების ფასები ზრდას განაგრძობს. "თიბისი კაპიტალის" მიხედვით, ამ ტენდენციის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორებია: მიგრაცია, გაცვლითი კურსი და სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა.

მიუხედავად ამისა, არის მოლოდინი რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ქირის ფასი საშუალოვადიან პერსპექტივაში დაკორექტიდება, რადგან ზრდის მიზეზებს შორის დროებითი ფაქტორებია (მიგრანტების ეფექტი).

"თიბისი კაპიტალის" მაკროეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, მიგრანტების მოთხოვნა ძირითადად გაქირავების ბაზარზე მოდის.

წელს მიგრანტებზე გაქირავებული ბინების 30% მოდიოდა, მომდევნო წელს კი "თიბისი კაპიტალში" ელიან, რომ ეს მაჩვენებელი 18%-მდე შემცირდება.

რაც შეეხება ყიდვის ნაწილს, წელს მიგრანტებზე საქართველოში გაყიდული ბინების მხოლოდ 10%-მოდიოდა, თუმცა არის მოლოდინი, რომ მომავალ წელს ეს მაჩვენებელი გაიზრდება და 12%-ს მიაღწევს. "თიბისი კაპიტალის" ასეთი პროგნოზის მიზეზი კი არის დაშვება, რომ მომავალ წელს ქვეყანას მიგრანტების 30% დატოვებს, ხოლო საქართველოში დარჩენილების 75% თბილისში დასახლდება.