LIVE

წამლების ურეცეპტოდ გაცემის 939 ფაქტი გამოვლინდა - რეგულირების სააგენტო

19 სექ 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 507
წამლების ურეცეპტოდ გაცემის 939 ფაქტი გამოვლინდა - რეგულირების სააგენტო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ელექტრონული რეცეპტის გარეშე, მე-2 ჯგუფის წამლების გაცემის 939  ფაქტი გამოავლინა, მათ შორის 49 შემთხვევაში ფაქტი განმეორებით დაფიქსირდა.

სამართალდარღვევის შემთხვევები იყო როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში. სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილ დარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, რომლებიც სასამართლოს გადაეგზავნა.

რეგულირების სააგენტოს განცხადებით, მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის კონტროლი, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით გრძელდება.  

შეგახსენებთ, მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გამოიწერება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა. ამასთან, დაინერგა წამლის გენერიკული რეცეპტის გაცემის სისტემა.

1 მარტიდან 16 სექტემბრამდე სულ 1 522 640 ელექტრონული რეცეპტი გამოიწერა. 11 აპრილიდან 16 სექტემბრამდე პერიოდში კი გენერიკული სახით გაიცა 956 000 დანიშნულება.