LIVE

АТОР: ევროპის ქვეყნების ნაწილი ვიზების გასაცემად რუსების დოკუმენტებს არ იღებს

13 სექ 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 857
АТОР: ევროპის ქვეყნების ნაწილი ვიზების გასაცემად რუსების დოკუმენტებს არ იღებს

ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი ტურისტული ვიზების გასაცემად რუსებისგან დოკუმენტებს აღარ იღებს. ეს ქვეყნებია: ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, დანია, ბელგია და ნიდერლანდები. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია (АТОР) ავრცელებს.

ასოციაციის ინფორმაციითვე, ევროკავშირის რიტორიკის გამკაცრების მიუხედავად, ზოგიერთი ქვეყანა აგრძელებს რუსებისთვის ვიზების გაცემას. დოკუმენტებს კვლავ იღებს იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, უნგრეთი და კვიპროსი.

12 სექტემბრიდან რუსეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეჩერებულია. ეს ნიშნავს, რომ წევრი სახელმწიფოები რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანად დარჩენისთვის საჭირო ტურისტულ სავიზო აპლიკაციებს გართულებული პროცედურით გასცემენ.

დოკუმენტების განხილვის დროსთან ერთად, ვიზის საფასური 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება. АТОР ასევე წერს, რომ საკონსულოებში არსებული მაღალი მოთხოვნის გამო, ევროპაში მოგზაურობის დაგეგმვისა და ვიზის აღების მინიმალური ვადა 1,5-2 თვე იქნება, თუმცა ის რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, ევროპაში წასვლის სურვილის შემთხვევაში, თადარიგი 3-4 თვით ადრე დაიჭირონ.