LIVE

ნავთობის ფასი, იანვრის შემდეგ, $85-ს პირველად ჩამოსცდა

07 სექ 202219:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 658
ნავთობის ფასი, იანვრის შემდეგ, $85-ს პირველად ჩამოსცდა

იანვრის შემდეგ ნავთობის ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა, რაც დოლარის გამყარებასა და მოთხოვნის შემცირებით გამოწვეულ შეშფოთებას უკავშირდება.

ამერიკული WTI მარკის ბარელი ნავთობის ფასი $85-ს, ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობი კი $90-ს ჩამოსცდა. 

დღეს დოლარმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია, რაც აჩქარებს პროცესს, რომელსაც ჩინეთში მკაცრი კოვიდრეგულაციების ფონზე შენელებული მოთხოვნა იწვევს. ცენტრალური ბანკები გაზრდილი ინფლაციის შესაჩერებლად რეფინანსირების განაკვეთებს ზრდიან, ინვესტორები კი შიშობენ, რომ ეკონომიკა შესაძლოა, რეცესიაში შევიდეს. 

ფასის ზრდამ გადაფარა შემცირება, რომელიც OPEC+-ის მიერ წარმოების შემცირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯეიკ ლოიდ-სმიტი და ალექს ლონგლი