LIVE

ინდოეთი რუსეთის ნავთობის ბაზარზე მთავარი მოთამაშე გახდა

02 სექ 202215:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 672
ინდოეთი რუსეთის ნავთობის ბაზარზე მთავარი მოთამაშე გახდა

ინდოეთი რუსული ნავთობის ბაზრის დომინანტი მოთამაშე გახდა. ამ დრომდე ეს პოზიცია ჩინეთს ეკავა. ინდოეთმა რუსული ნავთობის რეკორდული რაოდენობა მიიღო, იმ ფონზე, რომ მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შედეგებმა სავაჭრო ნაკადები შეცვალა.

ვაჭრებისა და გემების ბროკერების თქმით, აგვისტოში ექვსი გემი რუსული ნავთობით, რომელიც ცნობილია როგორც ESPO, მიემართებოდა სამხრეთ აზიის ქვეყნის გადამამუშავებელ ქარხნებში. ეს არის ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის დაწყების შემდეგ შეძენილი ტვირთის უდიდესი რაოდენობა და წარმოადგენს ხელმისაწვდომი ყოველთვიური მიწოდების თითქმის მეხუთედს.

“ახლა ESPO-ს ნედლი ნავთობი ხდება სტაბილური ნაკადი ინდოეთისთვის, ქვეყნისთვის, რომელიც წლების განმავლობაში არ იყო ამ კლასის დიდი გულშემატკივარი. გადაზიდვები შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ ფასი იქნება მიმზიდველი და სანამ არ იარსებებს რეალური სანქციები, რომლებიც ბლოკავს ვაჭრობას”, - თქვა ემა ლი, Vortexa-ს ანალიტიკოსმა.

უკრაინაში ომის კვალდაკვალ, ინდოეთი რუსული ენერგიის მთავარ მყიდველად იქცა და მიიღო მილიონობით ბარელი ფასდაკლებული ნედლი ნავთობი, რომელსაც ევროპა და აშშ თავს არიდებდნენ. როდესაც ომი გაჭიანურდა, ნავთობის სიდიდით მესამე იმპორტიორმა ჯერ გააძლიერა ურალის ტიპია ნედლი ნავთობის შესყიდვები და ახლა კონკურენციას უწევს ESPO-ს, რომელსაც უპირატესობას ანიჭებდნენ ჩინელი მყიდველები.

მოვაჭრეები და ბროკერები ამბობენ, რომ ESPO-ს გადაზიდვები, რომლებიც მიემართება ინდოეთში, უფრო იაფია, ვიდრე ქვეყნის ტრადიციული, ახლო აღმოსავლეთის კლასები და, სავარაუდოდ, ჩაანაცვლებს ზოგიერთ ნაკადს საუდის არაბეთიდან და აბუ დაბიდან. ჩინეთის Sinopec-ის მიერ ბოლოდროინდელმა შესყიდვებმა გაათავისუფლა გარკვეული მოცულობები, რამაც ინდოელ მყიდველებს ბაზარზე შესვლის საშუალება მისცა.

ESPO-ს აგვისტოს გადაზიდვები აღემატება ივლისის ტემპს, როდესაც ხუთი ტვირთი წავიდა პორტებში. გადამამუშავებელი კომპანიები, როგორიცაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Indian Oil, ასევე კერძო კომპანიები Reliance Industries და Nayara Energy ამუშავებენ ქარხნებს ამ ტერმინალებთან ახლოს.

აქამდე ინდოეთი არ იყო ვაჭრობის გამორჩეული მოთამაშე. ადგილობრივი გადამამუშავებელი მწარმოებლები ასახელებენ ფაქტორებს, როგორიცაა ESPO-ს მცირე ტვირთის ზომა, არასასურველად გრძელი და ძვირადღირებული გადაზიდვა კოზმინოს პორტიდან. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სერენ ჩეონგი და შერონ ჩო