LIVE

საფრანგეთმა გერმანიის შემცირებადი ეკონომიკის ტენდენცია გაიზიარა

23 აგვ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 535
საფრანგეთმა გერმანიის შემცირებადი ეკონომიკის ტენდენცია გაიზიარა

ფრანგული წარმოება წლინახევრის განმავლობაში პირველად იკლებს, რაც გერმანიის ტენდენციას იმეორებს. ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა რეკორდული ინფლაციისა და უკრაინაში ომის ფონზე მზარდი გაურკვევლობის წინაშეა.

S&P Global-ის ფრანგული კერძო სექტორის აქტივობის მაჩვენებელი აგვისტოში პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების შემდეგ, რომელიც 2021-ის დასაწყისში ფიქსირდებოდა, ყველაზე მეტად დაეცა. მაჩვენებელი იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე ამას ეკონომისტები მოელოდნენ და გაარღვია ზღვარი, რომელიც ეკონომიკურ ზრდას შემცირებისგან ყოფს.

Bloomberg-ის გამოკითხვის თანახმად, ევროზონაში რეცესია ახლა უფრო მეტად სავარაუდოა, რადგან უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე ენერგიის ფასები იზრდება. კონტინენტი, რომელიც უკვე არის საერთო ვალუტის მიღებიდან ფასების ყველაზე სწრაფი ზრდის წინაშე, გაზრდილი განაკვეთებისთვისაც ემზადება. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა(ECB) გასულ თვეში 2011 წლის შემდეგ პირველად გაზარდა სესხის აღების ხარჯები.

ასევე, S&P Global-ის მიხედვით, გერმანიაში რომელიც ყველაზე მეტად ეყრდნობა კრემლს ბუნებრივი აირის მომარაგებისთვის, წარმოება ივლისის შემდეგ აგვისტოშიც შემცირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეროლინ ლუკი