LIVE

Gazprom-ის განცხადების შემდეგ, ევროპული გაზის ფასი 21%-ით გაიზარდა

22 აგვ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 693
Gazprom-ის განცხადების შემდეგ, ევროპული გაზის ფასი 21%-ით გაიზარდა

ევროპული გაზის ფასი 21%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Nord Stream-ის შეჩერებამ გააჩინა შიში, რომ შესაძლოა, რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება უფრო დიდი ხნით შეუჩეროს. 

Dutch TTF-ის ფასმა დღეს საღამოს მეგავატ საათზე 272 ევრო შეადგინა, ელექტროენერგიისა და ქვანახშირის ფასმა კი ახალ რეკორდს მიაღწია.

გასულ კვირას Gazprom-მა განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის მეშვეობით, რუსეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით შეჩერდება. ამან გააჩინა შიში, რომ გაზის მიწოდება, შესაძლოა, არც ამ დროის გასვლის შემდეგ აღდგეს. 

ივლისში მილსადენზე სარემონტო სამუშაოების შემდეგ, რუსეთი გერმანიას გაზს სიმძლავრის მხოლოდ 20%-ის გამოყენებით აწვდის და ამის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაქტემ კატაკი