LIVE

კოვიდ შემთხვევების რაოდენობა მცირდება - თამარ გაბუნია

16 აგვ 202211:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 597
კოვიდ შემთხვევების რაოდენობა მცირდება - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდ შემთხვევების რაოდენობა მცირდება. მისი განმარტებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კოვიდ შემთხვევების გავრცელების დინამიკაზე მეთვალყურეობას აგრძელებს.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ტენდენცია დადებითი და კეთილსაიმედოა, შემთხვევების რაოდენობა მცირდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაბუნია განმარტავს, აღნიშნული პროგნოზი საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებას ემყარება.

„ამდენად, სხვა სუბიექტური შეფასებები საფუძველს მოკლებულია და მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის შეფასებებისგან, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, თავი შევიკავოთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.