LIVE

მექსიკის სასაზღვრო ქალაქები ბანდების ძალადობამ მოიცვა

14 აგვ 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 933
მექსიკის სასაზღვრო ქალაქები ბანდების ძალადობამ მოიცვა

მექსიკის სასაზღვრო ქალაქები ტიხუანა და მეხიკალი, როსარიტოსა და ენსენადასთან ერთად, ბანდების ძალადობამ მოიცვა, რაც მანქანების დაწვას და გზების ბლოკადებს გულისხმობს.

პარასკევს განვითარებული მოვლენების შემდეგ, აშშ-ს საკონსულომ ტიხუანაში თანამშრომლებს შემდგომ გაფრთხილებამდე ადგილზე დარჩენისკენ მოუწოდა.

ეს მიმდინარე კვირაში მესამე შემთხვევაა, როცა მექსიკის ქალაქებში ნარკოკარტელები ხანძრებს აჩენენ და ისვრიან. ბანდის წევრების დაჭერის მცდელობების საპასუხოდ ჯგუფები, როგორც ჩანს, მიზანში მაღაზიებს, ავტომობილებს და უნდანაშაულო გამვლელებს იღებენ.

ბახა კალიფორნიის შტატის ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ 24 მანქანა გაიტაცეს და დაწვეს სხვადასხვა პუნქტებში, 15 ტიხუანაში, 3 როზარიტოში და 2 მეხიკალიში, ენსენადაში და ტეკატეში.

ფედერალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ძალადობის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. ამ დრომდე 17 ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის შვიდი ტიხუანაში და ოთხი როსარიტოსა და მექსიკალში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია