LIVE

რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდში დოლარი და ევრო შესაძლოა იუანმა, რუპიამ და ლირამ შეცვალოს

13 აგვ 202212:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 1154
რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდში დოლარი და ევრო შესაძლოა იუანმა, რუპიამ და ლირამ შეცვალოს

რუსეთი ეროვნული კეთილდღეობის ფონდში ჩინური იუანის, ინდური რუპიისა და თურქული ლირას შეძენას განიხილავს. ცენტრალური ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ სქემაში შესაძლოა სხვა ვალუტებიც იყოს ჩართული, მაგრამ დეტალები უცნობია.

ანგარიშის თანახმად, კეთილდღეობის ფონდიდან “მნიშვნელოვანი ინვესტიცია” განცორციელდება შიდა პროექტებზე 2022 წლიდან 2025 წლამდე, რადგან ისინი საჭიროა სანქციების შედეგად შეცვლილ გარემოებებთან ეკონომიკის ადაპტაციისთვის.

ევროსა და დოლარში შესყიდვები დაბლოკილია საერთაშორისო სანქციებით უკრაინაში ომის გამო. ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა მიუთითა, რომ რუსეთმა შესაძლოა მიმართოს სხვა ვალუტებს სიმდიდრის ფონდის შესავსებად და შესაძლოა იუანში ინვესტირება განახორციელოს, რადგან აზიასთან ვაჭრობა ფართოვდება.

რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ელვირა ნაბიულინა არამდგრადი ვალუტების გამოყენების საფრთხეზე მიუთითებს. ცენტრალურმა ბანკმა მოუწოდა მთავრობას, დაავალოს სახელმწიფო კომპანიებს, შეცვალონ თავიანთი სავალუტო აქტივები იმ ქვეყნების ვალუტებით, რომლებიც არ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ფინანსთა სამინისტრო ცდილობს შეიძინოს ვალუტა იმ ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთი “მეგობრულად” მიიჩნევს.

სიმდიდრის ფონდი 2019 წლის ივლისის შემდეგ, მაისში ენერგიის ფასების მკვეთრი ზრდის გამო ყველაზე მეტად გაიზარდა, მაგრამ გასულ თვეში $200 მილიარდამდე შემცირდა. გასულ თვეში მოსკოვის ბირჟაზე იუან-რუბლის კურსზე ვაჭრობამ რეკორდულ დონეს მიაღწია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია