LIVE

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ყველაზე დიდ ვარდნას განიცდის

08 აგვ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 477
დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ყველაზე დიდ ვარდნას განიცდის

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 2021 წლის კორონავირუსული ჩაკეტვების პერიოდის შემდეგ, სავარაუდოდ, პირველად შემცირდა.

Bloomberg News-ის გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მეორე კვარტალში, სავარაუდოდ, 0.2%-ით შემცირდა. გამოკითხვა წინ უსწრებს ოფიციალურ მონაცემებს, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გამოქვეყნდეს.

ვარდნა პოსტ-პანდემიური გამოჯანმრთელების შეჩერებას ნიშნავს. ასევე, უფრო გრძელვადიანი ვარდნის დაწყებას, რომელსაც ინგლისის ბანკი 2024 წლის დასაწყისამდე ელის. პერსპექტივა ასევე ართულებს ბრძოლას ბორის ჯონსონის შემცვლელი კანდიდატებისთვის, რომლებიც პრემიერ-მინისტრობის პოსტისთვის იბრძვიან.

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური ფონი სწრაფად უარესდება, რადგან ინფლაციის დაჩქარება ბიზნესს და მომხმარებლებს ხარჯვასთან დაკავშირებით უფრო ფრთხილს ხდის.

მშპ-ს ანგარიში, სავარაუდოდ, ეკონომიკის შემცირებას მხოლოდ ივნისისთვის 1.2%-ზე დააფიქსირებს, რაც ნაწილობრივ დედოფალ ელიზაბეტ II-ის იუბილეს აღსანიშნავად საბანკო არდადეგებს უკავშირდება.

BOE-მ გასულ კვირას გასცა გაფრთხილება, რომ დიდი ბრიტანეთი, სავარაუდოდ, რეცესიაში მეოთხე კვარტალში გადავა და მთელი წლის განმავლობაში განაგრძობს შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ შინამეურნეობებზე ყველაზე დიდი ზეწოლის ფაქტორი ენერგიის ფასებია. ოქტომბრიდან კომუნალურ კომპანიებს საშუალება ექნებათ წელიწადში 4000 ფუნტი მიიღონ ენერგიისა და გაზის საშუალო გადასახადის სახით. ეს აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დონეა და თითქმის ოთხჯერ აღემატება ერთი წლის წინანდელ დონეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რიდ ლენდბერგი