LIVE

ხერსონის რეგიონი რუსულ მართვის მოწმობებს გასცემს- Tass

07 აგვ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 682
ხერსონის რეგიონი რუსულ მართვის მოწმობებს გასცემს- Tass

სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული ხერსონის ოლქის ხელისუფლებამ რუსული მართვის მოწმობებისა და მანქანის სანომრე ნიშნების გაცემა დაიწყო. ინფორმაციას Tass-ი რუსეთის საგზაო მოძრაობის ორგანოს სპიკერზე დაყრდნობით იტყობინება.

ეს უკანასკნელი ნაბიჯია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციული კონტროლის კონსოლიდაციისთვის. უკრაინელ სამოქალაქო პირებს ასევე მოეთხოვებათ რუსული პასპორტების აღება, რათა შეძლონ ძირითადი სერვისების მიღება, მათ შორის მანქანების რეგისტრაცია.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ ასევე წერილობით მიმართა ბიზნესის მფლობელებს, რათა დარეგისტრირდნენ და დაიწყონ რუსული გადასახადების გადახდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია