LIVE
ვიდეო
11 ნოე, 2021 16:06
მედიკამენტებზე დანახარჯების 25%-30%-ით შემცირების რესურსი გვაქვს - ფარმაცევტთა ასოციაცია
730

ფარმაცევტთა ასოციაციის განცხადებით, სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, მედიკამენტებზე დანახარჯების 25-30%-ით შემცირებაა შესაძლებელი.

როგორც "ბიზნეს ფორმულას" ასოციაციაში კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის კომენტირებისას განუცხადეს, პრობლემების გადაჭრაზე მხარეებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ.

„ანგარიშში ყველა პრობლემამ ერთად მოიყარა თავი და მოვიდა დრო, რომ თითოეულმა მხარემ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რა მეთოდოლოგიით შევცვალოთ და რა მიმართულებებით წავიდეთ. ჩვენი მოლოდინით, სწორი მიდგომა მედიკამენტებზე დანახარჯებს წელიწად-ნახევარში 15%-20%-ით შეამცირებს. თუ ამას დაემატება, რომ პოლიფარმაციას ელექტრონული რეცეპტებით, გაიდლაინებით შევებრძოლებით, 3-4 წლის განმავლობაში რესურსი გვაქვს, 25%-30%-ით შევამციროთ მედიკამენტებზე დანახარჯები, ეს ყველაფერი გასაკეთებელია“,- აცხადებს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი.

კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯები მომხმარებლების ნაკლები ინფორმირებულობითაა განპირობებული, რადგან შედარებით იაფი გენერიკული და სხვადასხვა ჩამნაცვლებელი მედიკამენტების არსებობის შესახებ მომხმარებლებს ინფორმაცია არ აქვთ. 

სააგენტომ 6 ჯგუფის მედიკამენტების ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ თავისუფალი არჩევანისა და ბრენდირებული მედიკამენტების გენერიკებით ჩანაცვლების შემთხვევაში, პაციენტი 2016-2020 წლებში დაზოგავდა საშუალოდ 16 მილიონ ლარს და ამავე დროს იდენტურ სამკურნალო ეფექტს მიიღებდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ