LIVE
ვიდეო
08 ივნ, 2021 16:40
თბილისში ნარჩენების გადამუშავება ვერ ხერხდება
1277

მიუხედავად თბილისის მერიის დაპირებისა, ნარჩენების სეპარირება ვერ ხერხდება. კერძო და არასამთავრობო სექტორი აღნიშნავს, რომ სისტემის მხოლოდ 5%-ია ამოქმედებული.

კერძო სექტორის თქმით, ქალაქში ნარჩენების შესაგროვებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გადამამუშავებელი ქარხანა არ არსებობს, ბიზნესი კი პროცესში ჩართული არ არის.

თბილისის მერიაში არ უარყოფენ, რომ ნარჩენების შეგროვების მხრივ პრობლემაა და აღნიშნავენ, რომ სისტემის დანერგვას წლები სჭირდება. 

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომლის განხორციელებას წლები დასჭირდება. მარტივი არ იქნება, რადგან სიახლეები საზოგადოებაში გარკვეულწილად უკმაყოფილებას იწვევს. ყველა განვითარებულ ქვეყანაში არის ეს რეფორმა განხორციელებული და საჭიროა ჩვენც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს, ამიტომ მალე ჩვენც გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს",- აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე.

თბილისის მერი აღნიშნავს, რომ ბოლო 3 წელში პროექტების შესრულების ვადები პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა ამის მიზეზად კონტრაქტორ კომპანიებს ასახელებს.

"ძალიან ცოტა კომპანია გვყავს საქართველოში, რომელსაც აქვს კარგი რესურსი, მათ შორის პროფესიონალიზმის თვალსაზრისითაც, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალში ეს კომპანიები გაიზრდებიან და შეძლებენ პროექტების დროულად დასრულებას“,- აცხადებს კახა კალაძე.

ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო. ოთხი წლის განმავლობაში გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, თბილისის მერიამ საზოგადოებას ანგარიში დღეს ჩააბარა. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ