LIVE
ვიდეო
21 სექ, 2023 12:14
PMCG: აუცილებელია, ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა
213

საკონსულტაციო კომპანია PMCG-ში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, სებ-მა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და თავისუფალი იყოს პოლიტიკური გავლენისგან.

“გვინდა, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ეროვნული ბანკის გარშემო. აუცილებელია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენისა და ტურბულენტობისგან. მან უნდა უზრუნველყოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, ანტიტერორისტული ღონისძიებებისა (AML/CFT) და სხვა გლობალური სტანდარტების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების დაცვა. ამ ყოველივეს შეუსრულებლობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ფინანსურ სექტორს და მის ინტერესებს. ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილური ფინანსური გარემოს შენარჩუნებისთვის საჭიროა ქართული ბანკების ინტეგრაცია საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში. იმედი გვაქვს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის მმართველობის კრიზისის დასრულებას, მის დამოუკიდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, რათა მან განაგრძოს ეფექტური საქმიანობა საერთაშორისო შეთანხმებების, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად“,- აცხადებენ PMCG-ში.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, აღარ ვრცელდება სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. 

სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ