LIVE
ვიდეო
30 მაი, 2023 14:10
ბიზნესი ელის, რომ რეფორმა საქალაქთაშორისო გადაყვანებს გააძვირებს
235

კერძო სექტორის ნაწილი ელის, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული რეფორმა საქალაქთაშორისო გადაყვანებს გააძვირებს.

„ომნიბუს ექსპრესის“ დირექტორი, ირაკლი კაბულაშვილი „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, რომ სერვისის დახვეწასთან და გაუმჯობესებასთან ერთად, მოქალაქეებისთვის მგზავრობის ფასი დაახლოებით 10-20%-ის ფარგლებში გაიზრდება.

ამასთან, „ომნიბუს ექსპრესის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ სატრანსპორტო კომპანიებს ახალ მოთხოვნებზე მოსარგებად ფინანსები დასჭირდებათ, რისთვისაც კერძო სექტორი ჯერ მზად აარაა. მისივე თქმით, ამ ფონზე, სექტორს სახელმწიფოს მხარდაჭერა დასჭირდება.

„ვფიქრობ, რომ სამგზავრო ბილეთებზე ფასნამატი აუცილებლად იქნება, თუმცა არ უნდა ველოდოთ, რომ ეს 50-100%-იანი ზრდა იყოს, მაგრამ მცირედით ყველა შემთხვევაში გაიზრდება. ეს ბუნებრივია, რადგან ხარისხიანი და იაფი მომსახურება არ არსებობს, ამასთან როდესაც საბილეთო ტერმინალების მოწესრიგება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება, ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციას, რაც ბუნებრივად ფასის ზრდას ნიშნავს“, - აცხადებს ირაკლი კაბულაშვილი.

ცნობისთვის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, ავტოსადგურები საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად მოწესრიგდება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გადამზიდავი კომპანიები კი სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ