LIVE

ნავთობის გაძვირების ფონზე, BP-ის მოგება 14-წლიან მაქსიმუმზეა

02 აგვ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 581
ნავთობის გაძვირების ფონზე, BP-ის მოგება 14-წლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის გაძვირების ფონზე, BP-ის მოგება გაიზარდა. კომპანიის მეორე კვარტლის კორექტირებულმა წმინდა შემოსავალმა $8,45 მილიარდი შეადგინა, რაც 2008 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ის ანალიტიკოსების ყველაზე პოზიტიურ მოლოდინსაც კი აღემატება.

მოგება არ იყო გამოწვეული მხოლოდ ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მაღალი ფასებით - კომპანიის გადამამუშავებელმა ქარხნებმა მიიღეს ძლიერი მარჟა, ნავთობის მოვაჭრეებმა კი "განსაკუთრებული" მაჩვენებლები აჩვენეს. 

მოგების გაზრდის შემდეგ, კომპანიამ 10%-ით გაზარდა დივიდენდი და დააჩქარა აქციების ყიდვა. 

BP მოელის, რომ მაღალი ფასები შენარჩუნდება და ხაზს უსვამს დამატებითი მარაგის მიწოდებაში საკუთარ ინვესტიციებს.

"დღევანდელი შედეგები ცხადყოფს, რომ BP აგრძელებს კარგი შედეგების ჩვენებას ტრანსფორმაციის დროს. კომპანია აწვდის ნავთობს და გაზს, რომელიც დღეს მსოფლიოს სჭირდება - ამავდროულად ახორციელებს ინვესტიციებს  ენერგეტიკული გარდამავალი პროცესის დასაჩქარებლად", - ამბობს აღმასრულებელი დირექტორი ბერნარდ ლუნი. 

ბრიტანულმა კომპანიამ განაცხადა, რომ იგი შეისყიდის $3,5 მილიარდის აქციებს მომდევნო სამი თვის განმავლობაში, რაც დაემატება $3,8 მილიარდის აქციებს, რომლებიც უკვე იყიდა წლის პირველ ნახევარში.

კომპანიის დივიდენდი აქციაზე 6 ცენტამდე გაიზარდა, წმინდა დავალიანება კი დაეცა $22,82 მილიარდამდე დაეცა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლორა ჰერსტი