LIVE

$300 მილიონიანი კრიპტოპირამიდის ერთ-ერთი შემქმნელი თბილისში ცხოვრობდა - SEC

02 აგვ 202211:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 1467
$300 მილიონიანი კრიპტოპირამიდის ერთ-ერთი შემქმნელი თბილისში ცხოვრობდა - SEC

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის (SEC) განცხადებით, 11 ადამიანს დაეკისრა პასუხისმგებლობა თაღლითური კრიპტოპირამიდისა და პონცი სქემის შექმნისა და პოპულარიზაციის გამო. სქემის მეშვეობით, მათ $300 მილიონზე მეტი თანხა მიიზიდეს საცალო ინვესტორებისგან მთელი მსოფლიოდან, მათ შორის აშშ-დან.

ბრალდებულთა შორის ოთხი Forsage სქემის დამფუძნებელია. მათგან ერთ-ერთია ვლადიმერ ოხოტნიკოვი, რომელიც ბოლოს თბილისში ცხოვრობდა. დანარჩენების ბოლო საცხოვრებელ ადგილებად კი მოსკოვი და ბალია მითითებული. 

SEC-ის თანახმად, სქემის ვებგვერდი 2020 წლის იანვარში ამოქმედდა. ის მილიონობით საცალო ინვესტორს საშუალებას აძლევდა ტრანზაქციები ჭკვიანი კონტრაქტების საშუალებით ემართათ. ვებგვერდი, სავარაუდოდ, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა პირამიდული სქემის სახით. ინვესტორებმა მოგება სქემაში სხვების ჩართვით მიიღეს. 

"ჭკვიან კონტრაქტებსა და ბლოკჩეინზე ფოკუსირებით, თაღლითები ვერ შეძლებენ გვერდი აუარონ ფასიანი ქაღალდების შესახებ ფედერალურ კანონებს", - ამბობს SEC-ის კრიპტო აქტივების და კიბერ განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კაროლინ ველშჰანსი. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 1978 წელს დაბადებული ვლადიმერ ოხოტნიკოვი საქართველოში ინდმეწარმედ 2021 წლის სექტემბერშია რეგისტრირებული.