LIVE

აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან დამატებით 20 მილიონ ბარელს ყიდის

27 ივლ 202210:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 819
აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან დამატებით 20 მილიონ ბარელს ყიდის
REUTERS/Richard Carson

შეერთებული შტატები სტრატეგიული რეზერვებიდან დამატებით 20 მილიონ ბარელ ნავთობს გაყიდის. მიზანი უკრაინაში ომისა და მოთხოვნის აღდგენის გამო ფასების ზრდის შემსუბუქებაა.

მარტის ბოლოს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ექვსი თვის განმავლობაში გამოუშვებს რეკორდულ, დღეში 1 მილიონ ბარელ ნავთობს.

შეერთებულმა შტატებმა უკვე გაყიდა 125 მილიონი ბარელი სტრატეგიული რეზერვებიდან და თითქმის 70 მილიონი ბარელი გადაეცა მყიდველებს.

სტრატეგიული რეზერვები გახდა “მაშველი ხაზი“ ნავთობის მწარმოებლებისთვის, რადგან ინდუსტრია ცდილობს წარმოების განახლებას COVID-19-ის პიკის დროს შემცირების შემდეგ.

აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება გაიზრდება 11,9 მილიონ ბარელზე მეტით 2022 წელს და დღეში თითქმის 12,8 მილიონი ბარელით 2023 წელს. ეს ახლოს არის 2019 წლის მაჩვენებელთან - 12.3 მილიონი ბარელი.