LIVE

ჰითროუს აეროპორტის პროგნოზით, ლიმიტირებული ფრენები მომავალ წლამდე გაგრძელდება

26 ივლ 202216:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 747
ჰითროუს აეროპორტის პროგნოზით, ლიმიტირებული ფრენები მომავალ წლამდე გაგრძელდება
Steve Parsons/PA Wire

ლონდონის ჰითროუს აეროპორტის პროგნოზით, ფრენების შემცირება შესაძლოა 1 წელი გაგრძელდეს. გაერთიანებული სამეფოს აეროპორტი ცდილობს გაუმკლავდეს მგზავრობის შეფერხებებს, რაც ავიაკომპანიებში პერსონალის დეფიციტმა გამოიწვია.

“აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ კიდევ ერთი ზაფხული გავატაროთ ლიმიტებით. გამოსწორებას 12-დან 18 თვემდე დასჭირდება და არა მხოლოდ ჰითროუს”, - განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ჰოლანდი-კეიმ ინტერვიუში. 

12 ივლისს აეროპორტმა შემოიღო ლიმიტი დღეში 100,000 გამსვლელი მგზავრით და განაცხადა, რომ ეს ღონისძიება ძალაში იქნებოდა ორი თვის განმავლობაში. 

ევროპის მასშტაბით ქაოტური მოგზაურობის კვირებმა ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. ისინი პერსონალის ნაკლებობასა და სეზონისთვის მოუმზადებლობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.  

ტერმინალებთან რიგები, ბარგის მთები და მოულოდნელად გაუქმებული ფრენები დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში გავრცელებულ სურათებად იქცა, რაც გამწვავდა გადამზიდავების გაფიცვით, მათ შორის EasyJet-ისა და Lufthansa-ს თანამშრომლების.

EasyJet-მა განაცხადა, რომ შეფერხებებმა აიძულა 133 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაეხადა მესამე ფისკალურ კვარტალში. Ryanair-მა 25 ივლისს განაცხადა, რომ საჰაერო მოძრაობის კონტროლის შეფერხებები სერიოზული პრობლემაა და აეროპორტის პერსონალი ჯერ კიდევ არ არის მომზადებული.

“ინდუსტრიაში არავინაა, ვისაც არ უნახავს და არ უგრძვნია ზეწოლა და შემცირება, იქნებიან ეს სახმელეთო მენეჯერები, აეროპორტები, საჰაერო მოძრაობის კონტროლიორები თუ ავიაკომპანიები”, - განაცხადა EasyJet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან ლუნდგრენმა.

Holland-Kaye-მ აღნიშნა, რომ ავიაკომპანიები პასუხისმგებელნი არიან სახმელეთო პერსონალის დაქირავებაზე და რჩება დეფიციტი ისეთ სფეროებში, როგორიცაა შემოწმება, ბარგის დამმუშავებლები და საჰაერო ოპერატორები. ზოგიერთ კომპანიას უჭირს თანამშრომლების შენარჩუნება, რადგან სამუშაო დამღლელია და ანაზღაურება ყოველთვის არ არის კონკურენტუნარიანი, რაც უფრო მიმზიდველს ხდის სხვა სფეროებში გადასვლას.

ჰითროუს განცხადებით, მისი რესურსები საკმარისია 2019 წელს ტრაფიკის დაახლოებით 85%-ის დასაკმაყოფილებლად, რაც არ შეესაბამება მიმდინარე მოთხოვნას. აეროპორტმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დაახლოებით 1300 ადამიანი დაიქირავა და უსაფრთხოების პერსონალის რაოდენობა დაახლოებით იგივეა, რაც პანდემიამდე იყო. ამის საპირისპიროდ, ავიაკომპანიების სახმელეთო ოპერატორებს ჯერ კიდევ ჰქონდათ პანდემიამდელი რესურსების არაუმეტეს 70%.

აეროპორტმა, რომელიც მდებარეობს ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით, თქვა, რომ ფრენების ლიმიტი 50%-ით მეტია, ვიდრე ამსტერდამის კონკურენტი Schiphol-ის ცენტრზე. ფრანკფურტში აეროპორტის ოპერატორმა ასევე შეამცირა აფრენისა და დაშვების რაოდენობა ზაფხულის პიკის პერიოდში ოპერაციების სტაბილიზაციის მიზნით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფერ ჯასპერი