LIVE

ზაფხულის ბუმის მიღმა Ryanair-ის პერსპექტივა ბუნდოვანი რჩება

25 ივლ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 922
ზაფხულის ბუმის მიღმა Ryanair-ის პერსპექტივა ბუნდოვანი რჩება

Ryanair Holdings-ის განცხადებით, ჯავშნების შესახებ მგზავრები სიფრთხილეს ინარჩუნებენ, რაც კომპანიის საზაფხულო პერსპექტივას ბუნდოვანს ხდის.

ევროპის უმსხვილესმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ პირველ კვარტლის მოგება გამოაქვეყნა, რომელმაც ანალიტიკოსების ვარაუდებს გადააჭარბა. კომპანია ინარჩუნებს გეგმებს, სიმძლავრე პრე-პანდემიურ დონეებამდე აღადგინოს მაშინ, როცა სხვა გადამზიდები ფრენებს ამცირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა აღდგენის ნიშნებს აჩვენებს, მომხმარებლები ბევრად მოკლე დროში აკეთებენ ჯავშნებს, ვიდრე პანდემიამდე. ეს შემოდგომისთვის მოთხოვნის პერსპექტივას ბუნდოვანს ხდის, ხოლო ზამთრისთვის თითქმის ნულოვანს. კომპანია მაინც ელის, რომ წლის განმავლობაში 165 მილიონ მგზავრს გადაიყვანს.

Ryanair-ის აქციები დუბლინში 0.9%-ით დაეცა. ჯამში აქციებმა მიმდინარე წელს 16%-იანი ვარდნა განიცადა.

ავიაკომპანიამ პირველი კვარტლისთვის 170 მილიონი ევროს ($174 მლნ) კორექტირებული წმინდა შემოსავალი გამოაქვეყნა. ეს შედარებით წინა წლის 273 მილიონი ევროს დანაკარგთან. Bloomberg-ის მონაცემებით, ანალიტიკოსები 150 მილიონ ევროს ვარაუდობდნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდარტ ვიკრამ ფილიპი