LIVE

რუბლი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

25 ივლ 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 622
რუბლი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

მოსკოვში დღევანდელი ვაჭრობის მშფოთვარე დაწყების ფონზე, რუსული რუბლი დოლართან მიმართებით დაეცა. ბაზარი ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებასთან შეგუების პროცესშია, რომელმაც პარასკევს რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა, პარალელურად რუბლის მხარდამჭერი გადასახადების გადახდის პერიოდი პიკს აღწევს.

რუბლი დოლართან მიმართებით 0.2%-ით, 57.39-მდე შესუსტდა, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.3%-ით გამყარდა და 58.13-ზე ივაჭრებოდა.

რუსეთის ეროვნულმა ვალუტამ პოზიციები დაკარგა მას შემდეგ, რაც პარასკევს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი მოსალოდნელზე მეტად, 1,5 პროცენტული პუნქტით 8%-მდე შეამცირა. ბანკმა ასევე განაცხადა, რომ ინფლაციის შენელების პარალელურად, განაკვეთის დამატებით შემცირების საჭიროებებს შეისწავლიდა.

Freedom-ის ფინანსების ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რუბლი სავარაუდოდ, დოლართან მიმართებაში 55-57 დიაპაზონში ივაჭრებს.

24 თებერვლამდე 1 დოლარი 80 რუბლად ივაჭრებოდა, ხოლო 1 ევრო 85 რუბლი ღირდა. თუმცა უკრაინაში შეჭრისას მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, რუბლმა პოზიციები აღიდგინა, რაც ცენტრალური ბანკის მიერ ფინანსური სისტემის სანქციებისგან დასაცავად გარკვეული ზომების მიღებამ გამოიწვია, მათ შორის რუსეთის შინამეურნეობების შეზღუდვამ გამოიტანონ უცხოური ვალუტის დანაზოგები.

აღსანიშნავია, რომ რუბლის გამყარება არ არის პოზიტიური განვითარება ქვეყნის ოფიციალური პირებისთვის, რადგან ეს ექსპორტს აძვირებს და შესაბამისად, რუსეთის საექსპორტო შემოსავალი, მცირდება. ამის საპასუხოდ ცენტრალურმა ბანკმა შეამსუბუქა გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ კაპიტალის კონტროლის ბევრი ზომა ისევ ძალაში რჩება.