LIVE

Siemens-მა Gazprom-ს კანადური ექსპორტის ლიცენზია გადასცა

24 ივლ 202221:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 729
Siemens-მა Gazprom-ს კანადური ექსპორტის ლიცენზია გადასცა

Siemens Energy-მ Gazprom-ს კანადური ექსპორტის ლიცენზია დღეს გადასცა, რომელიც Nord Stream 1-ის მილსადენის ტურბინების შეკეთებას და ტრანსპორტირებას შესაძლებელს ხდის. Kommersant-ი ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომლებიც იდენტიფიცირებულები არ არიან.

საბუთების შეფერხება ნიშნავს, რომ ტურბინა გერმანიისკენ შაბათს ვერ გაიგზავნა, თუმცა თუ მხარეები დოკუმენტების გაცვლას შეძლებენ, ტრანსპორტირება შესაძლოა მომავალ რამდენიმე დღეში გახდეს შესაძლებელი.

მიუხედავად ამისა, ტურბინების მიწოდება შესაძლოა არ ნიშნავდეს Nord Stream 1-ის მეშვეობით გაზის ნაკადების გაზრდას, რადგან Kommersant-ის თქმით, შეკეთება სხვა აღჭურვილობასაც სჭირდება.

შეგახსენებთ, Nord Stream 1-ის მილსადენით რუსეთიდან გერმანიას, ბალტიის ზღვის გავლით, 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება. მილსადენი სარემონტო სამუშაოების გამო 10 დღით გაჩერდა და განრიგის მიხედვით 21 ივლისს აღდგა. თუმცა, გაზი ევროპას ისევ შემცირებული რაოდენობით მიეწოდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ სვიტმანი