
Google-მა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, რომელიც კომპანიის ხელოვნური ინტელექტის განვითარების გუნდში მუშაობდა, გონიერი ბოტის შესახებ მისი საჯარო განცხადების გამო გაათავისუფლა. ინჟინრის თქმით, ის ესაუბრა ბოტს, რომელიც მგრძნობიარე გახდა.
Google-მა ბლეიკ ლემოინის გათავისუფლება განცხადებაში დაადასტურა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი მტკიცებები სრულიად უსაფუძვლოა და რომ მან კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაცია მესამე პირებს გაუზიარა.
ლემოინმა განცხადებები ივნისში, Washington Post-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, LaMDA, ხელოვნური ინტელექტის ბოტი, რომელთანაც კომუნიკაცია ჰქონდა, ადამიანია. განცხადებებიდან მოკლე დროში Google-მა ის ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა.
კომპანიამ ის საბოლოოდ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დასაქმების და მონაცემთა უსაფრთხოების მკაფიო პოლიტიკის დარღვევა განაგრძო.
Google-ი აცხადებს, რომ კომპანიამ ფართოდ შეისწავლა საკითხი, რაც LaMDA-ს 11 სხვადასხვა მიმოხილვასაც გულისხმობს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აიშა დიალო