LIVE

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მომსახურება ძვირდება

22 ივლ 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1208
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მომსახურება ძვირდება

მთავრობის დადგენილებით, 5 აგვისტოდან, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაწეული სხვადასხვა მომსახურების საფასური იზრდება.

დოკუმენტის თანახმად, სამედიცინო და საექიმო საქმიანობის (მათ შორის, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების) სფეროში მომსახურების საფასურის ოდენობები ასე გადანაწილდა:   

                              გთავაზობთ ძველ და ახალ ფასებს

  • უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტისთვის საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების მიზნით მომსახურების საფასური: ახალი ფასი - 700 ლარი, ძველი ფასი - 350 ლარი;
  • უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების სააკრედიტაციო მომსახურების საფასური უსგ პროგრამის აკრედიტაციისთვის: ახალია ფასი - 1000 ლარი, ძველი ფასი 350 ლარი;
  • უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების სააკრედიტაციო მომსახურების საფასური კონფერენციის აკრედიტაციისთვის: ახალი ფასი - 1500 ლარი, ძველი ფასი - 1000 ლარი;
  • სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ ნებართვის დანართების მისაღებად წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმება), ნებართვის ყოველ დანართზე: ახალი ფასი - 1000 ლარი, ძველი ფასი - 200 ლარი;
  • სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე დაწესებულების მიერ შესაბამისი სალიცენზიო დანართების მისაღებად წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება), ყოველ სალიცენზიო დანართზე: ახალი ფასი - 1000 ლარი, ძველი ფასი - 200 ლარი;
  • სამეანო-ნეონატალური საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მისაღებად წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, ადგილზე ვიზიტი, საკითხის მომზადება საკოორდინაციო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად): ახალი ფასი - 500 ლარი, ძველი ფასი - 350 ლარი;
  • დიპლომისშემდგომი მზადების პროცესში მონაწილე სამედიცინო დაწესებულების/უმაღლესი სასწავლებლის მიერ ერთი სარეზიდენტო/გადამზადების/სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აკრედიტაციის მოსაპოვებლად წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, სააკრედიტაციო ვიზიტი, საკითხის მომზადება პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განსახილველად), თითოეულ აფილირებულ დაწესებულებაზე: ახალი ფასი - 400 ლარი, ძველი ფასი - 230 ლარი;
  • აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულების/უმაღლესი სასწავლებლის მიერ ერთი სარეზიდენტო/გადამზადების/სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აფილირებული დაწესებულების დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, სააკრედიტაციო ვიზიტი, საკითხის მომზადება პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განსახილველად), თითოეულ აფილირებულ დაწესებულებაზე: ახალი ფასი - 350 ლარი, ძველი ფასი - 200 ლარი;
  • დიპლომისშემდგომი მზადების პროცესში მონაწილე სტომატოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულების მიერ ერთი სარეზიდენტო/სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აკრედიტაციის მოსაპოვებლად წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, სააკრედიტაციო ვიზიტი, საკითხის მომზადება პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განსახილველად): ახალი ფასი -  400 ლარი, ძველი ფასი - 230 ლარი.