LIVE

Apple-მა შესაძლოა $3 ტრილიონიან ღირებულებას მიაღწიოს - Morgan Stanley

21 ივლ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 575
Apple-მა შესაძლოა $3 ტრილიონიან ღირებულებას მიაღწიოს - Morgan Stanley

Morgan Stanley-ის თანახმად, Apple-ის გამოწერის მსგავს მოდელზე გადასვლა კომპანიას $3 ტრილიონიანი საბაზო კაპიტალიზაციისკენ გზას უხსნის.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი iPhone-ის მწარმოებელს კვლავ აფასებს, როგორც ტექნიკის კომპანიას, მოდელზე გადასვლა, რომელიც სერვისებიდან განმეორებით შემოსავალს ითვალისწინებს, გრძელვადიან ზრდაზე მიუთითებს. კომპანიის თითო აქცია შესაძლოა $200-ად შეფასდეს, ხოლო საბაზრო ღირებულებამ $3 ტრილიონს მიაღწიოს. Apple-ის აქციები ოთხშაბათს $153-ზე დაიხურა.

ერიკ ვუდრინგის განცხადებით, რომელიც Morgan Stanley-ის ანალიტიკოსთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, კომპანიის გამოწერის მეთოდზე გადასვლა მომხმარებლების მიერ Apple-ის პროდუქტებზე ყოველდღიურად $2-ის დახარჯვას გულისხმობს. მისი თქმით, აქციების ამჟამინდელი ფასი მატერიალური შეფასების კლებას ითვალისწინებს.

Apple-მა $3 ტრილიონიან საბაზრო კაპიტალიზაციას მცირე დროით მიაღწია იანვარში. აქციების ფასი მას შემდეგ 16%-ით დაეცა, რაც ტექნოლოგიური აქციების ზოგადი ვარდნის ნაწილი იყო. ამას თან ერთოდა გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და ინვესტორებში გლობალურ რეცესიასთან დაკავშირებული შფოთვები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუბრატ პატნაიკი