LIVE

Baidu-მ წარმოადგინა ავტონომიური მანქანა საჭის გარეშე

21 ივლ 202212:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 890
Baidu-მ წარმოადგინა ავტონომიური მანქანა საჭის გარეშე
REUTERS/Yingzhi Yang

ჩინეთის საძიებო სისტემების გიგანტმა Baidu-მ წარმოადგინა ახალი ავტონომიური მანქანა (AV) მოხსნადი საჭით. მას კომპანია ჩინეთში რობოტაქსის სერვისისთვის მომავალ წელს გამოიყენებს.

ახალი მოდელის ღირებულება $37,031,55-მდე შემცირდება წინა თაობის $70,990,32-თან შედარებით, ნათქვამია Baidu-ს განცხადებაში.

“ხარჯების შემცირება საშუალებას მოგვცემს, განვათავსოთ ათიათასობით ავტომობილი მთელს ჩინეთში”,- განაცხადა Baidu-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რობინ ლიმ Baidu World კონფერენციაზე. 

ახალ მანქანას ექნება მე-4 დონის ავტონომიური შესაძლებლობები, რომელიც არ საჭიროებს ადამიანის ჩარევას, 8 ლიდარი და 12 კამერა. ლიდარები რადარის მსგავსი გამოვლენის სისტემებია, რომლებიც იყენებენ პულსირებულ ლაზერულ შუქს და არა რადიოტალღებს.

REUTERS/Yingzhi Yang

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა აპრილში ინვესტორებთან გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ კომპანია მიზნად ისახავს 2024 წელს დაიწყოს რობოტაქსის მასობრივი წარმოება საჭის ან პედლების გარეშე და იწინასწარმეტყველა, რომ რობოტაქსით მგზავრობა ავტობუსის ბილეთზე ნაკლები ეღირება.

Alphabet-ის Waymo-მ ასევე წარადგინა რობოტაქსი საჭის გარეშე გასულ წელს და განაცხადა, რომ უახლოეს წლებში აპირებს “სრულად ავტონომიური მანქანების” გაშვებას აშშ-ში.

თუმცა, ავტომწარმოებლები და ტექნოლოგიური კომპანიები მთელს მსოფლიოში ჯერ კიდევ ელიან მარეგულირებელ ნებართვებს, რათა განათავსონ ასეთი მანქანები რეალურ სამყაროში.

მანქანა საჭის გარეშე გავა რეალურ გზაზე, როგორც კი ჩინეთის ხელისუფლება დაამტკიცებს ამას, თქვა Baidu-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ლი ჟენიუმ კონფერენციაზე და დასძინა, რომ Baidu-ს ახალი AV-ის მართვის ეფექტურობა შეესაბამება მძღოლს 20 წლიანი გამოცდილებით.

Baidu, რომელმაც 2017 წელს ავტონომიური მამოძრავებელი განყოფილება Apollo შექმნა, არის ჩინურ კომპანიებს შორის, რომლებიც ცდილობენ ავტონომიური მანქანები რეალობად აქციონ.

Apollo, Baidu-ს რობოტაქსის სერვისი, ემსახურება 1 მილიონზე მეტ მანქანას ჩინეთის 10 ქალაქში 2020 წლის შემდეგ აპრილში Baidu-მ განაცხადა, რომ მიიღო ნებართვა, განათავსოს რობოტაქსი ადამიანების გარეშე მართვის სავარძელზე, ღია გზებზე პეკინში.