LIVE

ტეხასის უნივერსიტეტი ჰარი სტაილზის საქმიანობაზე სასწავლო კურსს ამზადებს

20 ივლ 202214:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 616
ტეხასის უნივერსიტეტი ჰარი სტაილზის საქმიანობაზე სასწავლო კურსს ამზადებს
Kevin Winter/Getty Images

ტეხასის უნივერსიტეტი აცხადებს, რომ 2023 წლიდან მსურველებს ცნობილი ბრიტანელი მომღერლის, ჰარი სტაილზის ნამუშევრებზე დაყრდნობით ახალ კურსს შესთავაზებს. 

კურსი, სახელწოდებით "ჰარი სტაილზი და ვარსკვლავის კულტი: იდენტობა, ინტერნეტი და ევროპული პოპ კულტურა" ხელმისაწვდომი იქნება Texas State University Honours College-ში მომავალი გაზაფხულიდან.

კურსი ფოკუსირებული იქნება პოპ-მეგავარსკვლავის შემოქმედებაზე, როგორც მუსიკაში, ასევე კინოში, იმისათვის, რომ "თანამედროვე ცნობილი ადამიანების კულტურული და პოლიტიკური განვითარება გასაგები გახდეს".

ინფორმაცია Twitter-ის მეშვეობით უნივერსიტეტის ციფრული ისტორიის ასოცირებულმა პროფესორმა, ლუი დინ ვალენსიამ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის ამ ტიპის პირველი კურსი იქნება. 

პროფესორმა ასევე გააზიარა კურსის აღწერა, რომელშიც ნათქვამია: "ეს კურსი ფოკუსირებულია ბრიტანელი მუსიკოსის, ჰარი სტაილზე და პოპულარულ ევროპულ კულტურაზე, რათა გავიგოთ თანამედროვე ცნობილი ადამიანების კულტურული და პოლიტიკური განვითარება გენდერისა და სექსუალობის, რასის, კლასის, ერისა და გლობალიზმის საკითხებთან, მედიასთან, მოდასთან, თაყვანისმცემელთა კულტურასთან, ინტერნეტ კულტურასთან და კონსუმერიზმის საკითხებთან მიმართებით". 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია