LIVE

ქორწინების სარიტუალო მომსახურება ძვირდება

20 ივლ 202214:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 743
ქორწინების სარიტუალო მომსახურება ძვირდება

პირველი აგვისტოდან საქართველოში ქორწინების სარიტუალო მომსახურების საფასური იზრდება. მთავრობამ შესაბამისი დადგენილება უკვე გამოსცა.

დოკუმენტის თანახმად, სპეციალური სარიტუალო მომსახურების (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) ღირებულება, იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში, არსებული 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი გახდება.

სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) ქორწინების სახლში, შაბათ-კვირას 150 ლარის ნაცვლად 225 ლარი ეღირება, სამუშაო დღეებში კი საფასური 90 ლარის ნაცვლად 135 ლარი იქნება.

იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოსა და ქორწინების სახლის შენობის გარეთ (ადგილზე) ქორწინების რიტუალის ჩატარება დღეს 170 ლარი ღორს, პირველი აგვისტოდან კი მომსახურების საფასური 255 გახდება.

ამასთან, 255 ლარიანი გადასახადისგან თავისუფლდება სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის მიზნით მყოფი პირი. მოქალაქე რეგისტრაციის საფასურს იმ შემთხვევაში არ გადაიხდის, თუ მომსახურება აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელდება.