
Tesla-ს გერმანიაში კონფიდენციალურობის პოტენციური საფრთხეების გამო უჩივიან, რომელიც ავტომობილის სათვალთვალო კამერებთან არის დაკავშირებული. სარჩელი ასევე შეეხება კომპანიის მტკიცებებს, რომ მისი მანქანების შეძენა CO2-ის გამოყოფის შემცირებას უწყობს ხელს.
განცხადების მიხედვით, VZBV-მა, გერმანიის მთავარმა მომხმარებელთა ასოციაციამ, სარჩელი ბერლინის სასამართლოში დღეს შეიტანა.
ჯგუფი დავობს, რომ Tesla არ აფრთხილებს მყიდველებს მონაცემების ევროპული რეგულაციების დაცვის შესახებ. რეჟიმი კამერებს ავტომობილის გარემოცვის დასაკვირვებლად იყენებს. VZBV-ის თქმით, Tesla-ს ავტომობილების მძღოლებს შესაძლოა ჯარიმის გადახდაც კი მოუწიოთ.
ასევე, VZBV-ი ამტკიცებს, რომ კომპანია სრულ სიმართლეს არ ამბობს გამონაბოლქვის შემცირების შესახებ, რასაც ის ავტომობილების რეკლამირებისას იყენებს. ჯგუფის მიხედვით, Tesla ემისიის სერტიფიკატებს სხვა ავტომწარმოებლებზე ყიდის, რაც მათ უფლებას აძლევს მეტი ნახშირორჟანგი გამოყონ.
Tesla-ს, რომელიც ხაზს უსვამს, რომ მისი ელექტრო მანქანები არ გამოყოფენ CO2-ს, აქამდეც აკრიტიკებდნენ, რადგან წარმოების პროცესში ემისიებს ინარჩუნებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კარინ მატუსეკი