LIVE

ევროკავშირმა $14 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა

17 ივლ 202215:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 664
ევროკავშირმა $14 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა

ბლოკის იუსტიციის ხელმძღვანელის თქმით, გერმანია, საფრანგეთი, ირლანდია და ევროკავშირის სამი სხვა ქვეყანა $14 მილიარდის გაყინული რუსული აქტივების თითქმის მთლიან ნაწილს იკავებს.

ევროკავშირის იუსტიციის კომისარმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ სამმა ქვეყანამ, პლუს ავსტრიამ, ბელგიამ და ლუქსემბურგმა 12,7 მილიარდი ევროს აქტივები გაყინეს. სხვებმა მიანიშნეს, რომ ქვეყანას აქტივების მხოლოდ მცირე რაოდენობა ჩამოართვეს ან საერთოდ არ ჩამოურთმევიათ.

პარასკევს ევროკავშირმა სანქციების ახალი სქემა წარადგინა, რომელიც მიზნად არსებული სანქციების გამკაცრებას ისახავს. ბლოკი ასევე მუშაობს EU-ს შესაძლებლობების გაძლიერებაზე კრიმინალური აქტივების ჩამორთმევის მიმართულებით, მათ შორის სანქცირებული რუსი ინდივიდების და ორგანიზაციების ჩათვლით. ბლოკი დანაშაულების ჩამონათვალის გაფართოებას განიხილავს, როგორიცაა ფულის გათეთრება და კორუფცია, რაც ევროკავშირის სანქციების დარღვევად განიხილება.

ევროკავშირმა მარტში კოორდინაციის გასაუმჯობესებლად შექმნა ახალი სამუშაო ჯგუფი გაყინვისა და ჩამორთმევისთვის, რამაც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ხელი შეუწყო გაყინული აქტივების რაოდენობის დიდ ზრდას.

რეინდერსი ევროკავშირისთვის ახალ გზებს ეძებს, რომლებიც გააადვილებს არა მხოლოდ აქტივების გაყინვას, არამედ დაყადაღებას, რისთვისაც მათი დანაშაულთან კავშირია საჭირო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფანი ბოდონი