LIVE

ჩრდ. მაკედონია მხარს უჭერს ბულგარეთთან დავის გადაწყვეტას და გზას უხსნის EU-სთან მოლაპარაკებებს

16 ივლ 202217:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 853
ჩრდ. მაკედონია მხარს უჭერს ბულგარეთთან დავის გადაწყვეტას და გზას უხსნის EU-სთან მოლაპარაკებებს

ჩრდილოეთ მაკედონიის კანონმდებლებმა დაამტკიცეს საფრანგეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს ბულგარეთთან დავის მოგვარებას და გზის გახსნას ევროკავშირში გაწევრიანების ხანგრძლივი მოლაპარაკებებისთვის. შეთანხმების მიღების შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებმა სიმბოლურად ევროკავშირისა და ჩრდილოეთ მაკედონიის დროშები გაშალეს.

შეთანხმება ითვალისწინებს ჩრდილოეთ მაკედონიის კონსტიტუციის ცვლილებას ბულგარული უმცირესობის აღიარების მიზნით, ხოლო დანარჩენი საკითხები განიხილება სკოპიესა და სოფიას შორის. წინადადება არ მოითხოვს ბულგარეთის მიერ მაკედონიური ენის აღიარებას.

სანაცვლოდ, ბულგარეთი ნებას მისცემს დასავლეთ ბალკანელ მეზობელს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს. მთავარი ოპოზიციური, ნაციონალისტური პარტიული ბლოკი VMRE-DPMNE სათავეში უდგას ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს და ამტკიცებს, რომ შეთანხმება საფრთხეს უქმნის მაკედონიურ ენასა და იდენტობას. 

გასულ თვეში ბულგარეთის პარლამენტმა მაკედონია-ევროკავშირის მოლაპარაკებებზე ვეტო მოხსნა. შედეგად, ბულგარეთში პროტესტი დაიწყო და გამოიწვია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება.

ჩრდილოეთ მაკედონია, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, 17 წელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ საბერძნეთმა დაბლოკა, შემდეგ კი ბულგარეთმა.