LIVE

Deutsche Bank - გერმანიის ეკონომიკა “რეცესიაში შედის”

15 ივლ 202215:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 829
Deutsche Bank - გერმანიის ეკონომიკა “რეცესიაში შედის”
Krisztian Bocsi/Bloomberg

Deutsche Bank-ის ეკონომისტების აზრით, გერმანია რეცესიაში შედის და ევროპის უდიდესი ეკონომიკა 2023 წელს დაახლოებით 1%-ით შემცირდება.

ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება, შეერთებულ შტატებში ეკონომიკური ვარდნა და სხვა წინააღმდეგობები გამოიწვევს გერმანიის ეკონომიკის შემცირებას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში. Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების შეფასებით, რეკორდულ ინფლაციას პიკისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია.

უკრაინის ომის შედეგად ენერგომომარაგების ბოლოდროინდელმა შემცირებამ შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში, რუსულ გაზზე დიდი დამოკიდებულების გამო. მთავარი შეშფოთება არის ის, რომ კრემლმა შესაძლოა გამოიყენოს Nord Stream 1-ის გაზსადენის შეკეთება, როგორც საბაბი მიწოდების სრულად შეწყვეტისთვის.

გონივრულია ვივარაუდოთ, რომ რუსეთი გააგრძელებს დასავლეთის სანქციების და უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის საპასუხოდ, ევროპაში ეკონომიკური აქტივობისთვის ზიანის მიყენების გზების ძიებას. 

ეკონომისტების შეფასებით, “სამრეწველო წარმოებაზე ზემოქმედება და ეკონომიკური გაურკვევლობა გერმანიის ეკონომიკას რეცესიაში 2022 წლის მეორე ნახევარში შეიყვანს”.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კაროლინ ლუკი