LIVE

ისრაელის მიმართულებით მოძრავ ავიახაზებს საუდის არაბეთი საჰაერო სივრცეს გაუხსნის

15 ივლ 202213:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 792
ისრაელის მიმართულებით მოძრავ ავიახაზებს საუდის არაბეთი საჰაერო სივრცეს გაუხსნის

საუდის არაბეთი საჰაერო სივრცეს გაუხსნის ყველა ავიაკომპანიას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ისრაელის მიმართულებით დაფრინავენ. სიახლე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის აღმოსავლეთში ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ძალისხმევის შედეგია. 

ისრაელსა და საუდის არაბეთს ოფიციალური დიპლომატიური კავშირები არ აქვთ და ავიაკომპანიების უმეტესობას, რომლებიც თელ-ავივში დაფრინავდნენ, სამეფოსთვის შემოვლა უწევდათ, რაც ზრდიდა ფრენის დროს და საწვავის საჭიროებას. 

"დღეს მე ვიქნები შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი, რომელიც გაფრინდება ისრაელიდან ჯიდაში, საუდის არაბეთში. მიუხედავად იმისა, რომ ცის გახსნა დიდი ხანია განიხილება, ახლა, ჩემს ადმინისტრაციასა და საუდის არაბეთს შორის თვეების განმავლობაში სტაბილური დიპლომატიის წყალობით, ეს საბოლოოდ რეალობად იქცა. საუდის არაბეთის გადაწყვეტილებას შეუძლია ხელი შეუწყოს ისრაელის რეგიონში შემდგომი ინტეგრაციისკენ სწრაფვას", - აცხადებს ბაიდენი. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების გამო, რომელიც, მისი თქმით, "საუდის არაბეთთან და შეერთებულ შტატებთან ინტენსიური დიპლომატიის გრძელი გზის" შედეგია.

მიმდინარე კვირაში ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში პირველ ტურნეს მართავს, რათა ნავთობის ფასის შესამცირებლად საუდის არაბეთის და სხვა არაბული ქვეყნების მოკავშირეებთან შეთანხმებას მიაღწიოს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელ ევისი