LIVE

ნახატის რენტგენის დროს ვან გოგის ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს

14 ივლ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 875
ნახატის რენტგენის დროს ვან გოგის ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს

შოტლანდიის ეროვნულმა გალერეამ აღმოაჩინა ნახატი, რომელიც ვინსენტ ვან გოგის აქამდე უცნობი ავტოპორტრეტია. 

ის შოტლანდიის აკადემიაში გამოფენის წინ, ვან გოგის 1885 წელს შექმნილი ნახატის Head of a Peasant Woman რენტგენის დროს, აღმოაჩინეს. გამოფენაზე სახელწოდებით A Taste of Impressionism დამთვალიერებლები ნახატის ნახვას სპეციალური სინათლის ყუთის გამოყენებით შეძლებენ. 

ცნობილია, რომ ფულის დაზოგვის მიზნით, ვან გოგი ტილოს ორივე მხარეს იყენებდა. 

პორტრეტზე ის წვერით არის გამოსახული, ქუდით ზის და ყელზე თავისუფლად აქვს მიბნეული ყელსახვევი. ნათლად ჩანს მარცხენა ყური, რომელიც მან 1888 წელს მოიკვეთა.  

მიიჩნევა, რომ ეს არის მისი ადრეული ნამუშევრებისა და ავტოპორტრეტების სერიიდან, რომლითაც იგი მოგვიანებით გახდა ცნობილი.

ნახატი წებოთი და მუყაოს ფენებითაა დაფარული. მიუხედავად იმისა, რომ ნახატების განცალკევება შესაძლებელია, წებოსა და მუყაოს მოცილების პროცესი დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ახლა სწავლობენ, როგორ შეიძლება ეს დაზიანების გარეშე მიიღწეს. 

აღმოჩენას შოტლანდიის ეროვნული გალერეების ფრანგული ხელოვნების უფროსმა კურატორმა, პროფესორმა ფრენსის ფაულმა "მომაჯადოებელი" უწოდა. მისი თქმით, ასეთი მომენტები წარმოუდგენლად იშვიათია.

ნაციონალური გალერეების ნახატების უფროსი სპეციალისტი ამბობს, რომ ისინი აღფრთოვანებულნი არიან პორტრეტის აღმოჩენით.

"შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით ბევრი რამ არის მოსაფიქრებელი, მაგრამ ჩვენთვის ეს აღმოჩენა არის კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი, რომ ცოტათი მივუახლოვდეთ წარმოუდგენელ ხელოვანს", - ამბობს სპეციალისტი. 

გამოფენა A Taste of Impressionism, სადაც პორტრეტის ნახვა იქნება შესაძლებელი, 30 ივლისიდან 13 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია