LIVE

თურქეთმა თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად Deutsche Bank-სგან $929 მილიონიანი სესხი აიღო

13 ივლ 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 779
თურქეთმა თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად Deutsche Bank-სგან $929 მილიონიანი სესხი აიღო

თურქეთის სახელმწიფო გაზის კომპანიამ მიიღო 925 მილიონი ევროს ოდენობის ($929 მილიონი) სესხი Deutsche Bank-სგან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვისთვის. ქვეყნის მიზანი რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაა. 

სამწლიანი სესხი საშუალებას აძლევს Botas-ს, შეიძინოს LNG წინასწარ შეთანხმებული მომწოდებლებისგან 10 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ალჟირსა და ყატარში, ნათქვამია Deutsche Bank-ის განცხადებაში. დაფინანსება გარანტირებულია თურქეთის მთავრობის მიერ და შეიძლება გაიზარდოს მომავალში.

გარიგება წარმოადგენს პირველ საერთაშორისო სესხს მილსადენის სახელმწიფო ოპერატორის მხრიდან LNG-ის იმპორტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სესხი დააფინანსებს თურქეთის გაზის მოხმარების მხოლოდ ნაწილს, ის გზას გაუხსნის მსგავს გარიგებებს. ეს კი Botas-ს საშუალებას მისცემს, დივერსიფიკაცია გაუწიოს მიწოდებას, სადაც ამჟამად დომინირებენ რუსეთი და ირანი.

სესხის გაცემა Botas-სთვის გადამწყვეტ დროს მოხდა. თურქულ კომპანია დაზარალდა გაზის ფასების ზრდით, რომლის გადაცემას მომხმარებლებზე ცდილობდა. ხელისუფლება კი ცდილობს 24 წლიან მაქსიმუმზე მყოფი ინფლაციის შეკავებას გადამწყვეტი საარჩევნო წლის წინ. Botas-მა განაცხადა, რომ გაზს შიდა მომხმარებლებზე ღირებულების 30%-ით ყიდის.

პირველ კვარტალში მთავრობამ Botas-ში უფრო მეტი თანხა ჩადო, ვიდრე 2021 წელს. კომპანია ასევე იყო $18 მილიარდის სახელმწიფო კომპანიებს შორის უმსხვილესი მიმღები ცენტრალური ბანკის სავალუტო გაყიდვებით მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, რამაც ზეწოლა გამოიწვია თურქეთის ოქროს რეზერვებზე.

Botas-ი გამოიყენებს სესხს LNG-ის შესაძენად გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიის, სინგაპურის და დიდი ბრიტანეთის მომწოდებლებისგან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერქან ერსოი