LIVE

უჰანის უნივერსიტეტმა ქოლერას შემთხვევა დააფიქსირა

11 ივლ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1167
უჰანის უნივერსიტეტმა ქოლერას შემთხვევა დააფიქსირა

უჰანის უნივერსიტეტმა ქოლერას შემთხვევა დააფიქსირა. აღმოჩენის შემდეგ დაიწყო კონტაქტების ძიება და გავრცელების შესაჩერებლად, პრევენციული ზომები ამოქმედდა.  

რაიონის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სტუდენტს დაავადება აღმოაჩნდა, შეაგროვა ნიმუშები, ჩაატარა კონტაქტის მოკვლევა და გარკვეული ადგილები დეზინფექციის ჩატარების მიზნით დახურა. უწყება აცხადებს, რომ ამ დრომდე სხვა შემთხვევები არ გამოვლენილა.

ქოლერა ვირუსული დაავადება, რომელიც ვრცელდება დაბინძურებული საკვებისა და წყლის მეშვეობით და იწვევს მწვავე დიარეას. დაავადება შედარებით იშვიათია ჩინეთში. მიმდინარე წლის მარტში ქვეყანაში ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს კი - ხუთი.

უჰანში, Covid-19-ის თავდაპირველ ეპიცენტრში, შემთხვევა ფიქსირდება იმ ფონზე, როცა ჩინეთის ჯანდაცვის სისტემა უპრეცედენტო მონიტორინგს ატარებს, რადგან, მკაცრი პოლიტიკის მიუხედავად, კორონავირუსული ინფექციების აფეთქება მთელ ქვეყანაში შეინიშნება.

ჩინეთი ქოლერას მიაკუთვნებს "ა კლასის" ყველაზე ძლიერ დაავადებებს. ინფიცირებულთა უმეტესობას საერთოდ არ აქვს გამოხატული ან მსუბუქი სიმპტომები ახასიათებთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მათი მკურნალობა შესაძლებელია ორალური რეჰიდრატაციით, თუმცა ქოლერამ შეიძლება რამდენიმე საათში მოკლას ადამიანი, თუ ის მკურნალობის გარეშე დარჩება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია