
ხუთი წლის წინ ტომ მარკუსიჩის სარაკეტო კომპანია Firefly Space Systems- მა გაკოტრების მოთხოვნა შეიტანა. ამ კვირაში, მარკუსიჩის სარაკეტო კომპანიამ Firefly Aerospace-მა გამოაცხადა, რომ მისი მიზანია, პირველი გაშვება მარტის შუა რიცხვებში შედგეს, 350 მილიონი დოლარის კაპიტალის შეაგროვოს და 2023 წელს NASA-ს სახელით მთვარეზე დაშვება სცადოს.
ტექსასში დაფუძნებულ კომპანიას თავის სარაკეტო ნიშა აქვს. მის პირველ რაკეტას Alpha-ს 2,200 ფუნტის ტვირთის გადატანა შეუძლია და მისი ერთი გაფრენა 15 მილიონი დოლარი ჯდება. ის ერთგვარად კოსმოსური მინივენია ბაზარზე, სადაც 18 ბორბლიანი სატვირთოები და სედანები დომინირებენ.
თავად მარკუსიჩის ამ ბიზნესში ყოფნა ერთგვარი სასწაულია. როდესაც NASA-ს და SpaceX- ის ვეტერანი სტარტაპის დაარსებიდან ორ წელიწადში გაკოტრდა, ბევრს ეგონა, რომ Firefly Space Systems დაწყებამდე დასრულდებოდა. თუმცა მარკუსიჩმა უკრაინელი მულტიმილიონერის, მაქს პოლიაკოვის სახით გამოსავალი იპოვა, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 200 მილიონი დოლარი ჩადო Firefly Aerospace- ის რებრენდინგში.
კომპანიას ასევე ეხმარება სახელმწიფო ხელშეკრულებები. მარკუსიჩის კომპანიამ ახლახანს გაასაჯაროვა 93,3 მილიონიანი გარიგება NASA–სთვის მთვარზე დასაჯდომი კოსმოსური ხომალდის ასაშენებლად. NASA– ს Artemis-ის მისიის ფარგლებში, დუბლირებული ხომალდი “Blue Ghost” მთვარეზე სამეცნიერო ინსტრუმენტებს წაიღებს.
Blue Ghost, სავარაუდოდ, მთვარეზე SpaceX-ის სარაკეტო ბორტზე გაფრინდება. Firefly–ის, NASA– ს სამეცნიერო ინსტრუმენტების გარდა ხომალდში სხვა კლიენტების მოწყობილობებისთვისაც ექნება ადგილი. კომპანიას შეუძლია ამ მომხმარებლებისგან 50 მილიონ დოლარამდე დამატებითი შემოსავალი მიიღოს. საბოლოოდ, Firefly იმედოვნებს, რომ ამ ტიპის მისიებს საკუთარი რაკეტებით შეასრულებს.
ამ ყველაფრის ფონზე, პოლიაკოვმა Firefly-ის დირექტორთა საბჭო დატოვა. ამ ნაბიჯის მოტივაცია უფრო ნათელი გახდა, მას შემდეგ, რაც Firefly- მ საბჭოს ახალ წევრებად დებორა ლი ჯეიმსი და რობერტ კარდილო აირჩია.
ორივე კანდიდატს მჭიდრო კავშირები ჰქონდა აშშ-ს სახელმწიფო სამსახურებთან, რაც კომპანიას სახელმწიფო მისიებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.
"ეს ბიზნეს გადაწყვეტილებაა" - თქვა მარკუსიჩმა პოლიაკოვის წასვლის შესახებ. ”რადგან Firefly აგრძელებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-ს მთავრობასთან, მე და მაქსმა გადავწყვიტეთ, რომ აშშ-ს მოქალაქეებისგან შემდგარი გუნდი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა. მაქსი არ არის აშშ-ს მოქალაქე, მაგრამ ის ძალიან გონიერი ბიზნესმენია. ”
რამდენადაც კოსმოსური ინდუსტრია ცდილობს მოშორდეს სამთავრობო ფესვებს, ეროვნული უსაფრთხოების გარშემო მღელვარება ამ სფეროს კომპანიებისთვის მაინც გადამწვეტ როლს თამაშობს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, NASA-ს და სხვა სამთავრობო ჯილდოები უფრო მცირედ დაფინანსებულ, ნაკლებად მომწიფებულ კოსმოსურ სტარტაპებს ხვდებოდა. Firefly-ის ზოგიერთი წარმომადგენელი ეჭვობდა, რომ აშშ-ს მთავრობა Firefly- ს პოლიაკოვის უკრაინული ფესვების გამო ბლოკავდა.
Firefly-ის სამომავლო გეგმებში, ახლა უკვე სრულად ამერიკული ბორდით, რამდენიმე Alpha რაკეტის და შემდეგ უფრო დიდი რაკეტა, Beta-ს შექნა შედის. კომპანია გეგმავს 350 მილიონი დოლარი შეაგორვოს, რაც მარკუსიჩის აზრით, კომპანიის 5 წლიანი განვითარებისა და გაფართოებისთვის საკმარისი იქნება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ეშლი ვანსი